2020-03-16 18:38:30, 1716 ნახვა
რეგიონი
ურეკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მიკროავტობუსს, ორივე კი გაჩერებულ, მერსედესის ტიპის ავტომანქანას შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ტრავმები არ მიუღიათ. ისინი ფოთის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,