16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 15:36:33, 364 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც დაწესებულებებში სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის გაჯანსაღების პროცესს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ მოთხოვნა იქნება საკმაოდ მაღალი და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოყვება.

მინისტრი თითოეული დაწესებულების პრობლემებით დაინტერესდა და მათი მოგვარების გზები დასახა.

„გზავნილი არის მარტივი - უნდა უზრუნველყოთ იმის შესრულება, რასაც კანონი გვავალდებულებს. მე ვიქნები თითოეული თანამშრომლის მეგობარი, ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ამავდროულად, მინისტრი იქნება ყველა იმ ადამიანის ოპონენტი, ვინც გადაუხვევს სისტემის პოლიტიკას და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, პრობლემების გაცნობის მიზნით, ყველა დაწესებულების მონახულებას და მსჯავრდებულებთან შეხვედრას გეგმავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics