|
2020-03-12 20:15:36, 9870 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის პანდემიის გამო სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს. აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის). ამასთან, მთავრობის მხრიდან განსხვავებული რეკომენდაციების მიღებამდე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. მოქალაქეებს განცხადებებისა და საჩივრების შემოტანა 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე info@ombudsman.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე - 1481.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)