00:33 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-05 22:00:16, 272 ნახვა

საზოგადოება
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ივანიშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის" დამტკიცების შესახებ. 

ბრძანების თანახმად, სკოლებმა 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნვეყონ "აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება", მათ შორის, მობილური ტელეფონების/სმარტფონების და ჭკვიანი საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი. 

"წესის მიზანია სკოლაში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების რეგულირებით სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის, მოსწავლეთა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სათანადოდ გამოყენების კულტურის დანერგვა". - ნათქვამია ბრძანებაში. 

ბრძანების თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:

  • უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
  • მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
  • საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
  • სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;
  • სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, ახალი წესით, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ხორციელდება სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. საკომუნიკაციო არხების განსაზღვრის ვალდებულბა სკოლას ეკისრება, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა.

ბრძანების მიხედვით, სპეციალური სათავსები უნდა განლაგდეს თითოეულ საკლასო ოთახში. ამასთან, სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი. მოსწავლეს უფელბა აქვს სკოლაში იქონიოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, თუმცა სასწავლო პროცესის განმავლობაში ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება შეინახოს სპეციალურ სათავსში, გამორთულ მდგომარეობაში, გარდა ამ წესით დადგენილი შემთხვევებისა.

წესის დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს/სკოლას დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics