|
2020-03-12 11:20:11, 11922 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალკალიანი - კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი
კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებს დაემატა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც იმოგზაურეს ან ტრანზიტად გაიარეს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნები, 14 დღიან საკარანტინე სივრცეში უნდა იმყოფებოდნენ. „ოთხ ქვეყანას კიდევ დაემატა ოთხი ქვეყანა. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი და აქედან გამომდინარე, ქვეყნების რიცხვი გაიზარდა რვამდე. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნებში ან ტრანზიტად გაიარეს ეს ქვეყანა, ექვემდებარებიან აუცილებებლ 14 დღიან საკარანტინე პროცედურებს. ასევე, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნიდან შემოდიან გაივლიან 14 დღიან საკარანტინე პროცედურებს ან უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა. გარდა ამისა, მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ამ ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც ითვლება მაღალი რისკის ზონებად. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიუო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაწერილი შესაბამისი პროცედურებით. მთავრობის წევრები და სამინისტროები ვართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)