16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 18:53:43, 446 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს ვასილ ხორავასა და  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კოტრიკაძეს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით,  ფინანსთა  სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება მოხდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ ტენდენციებს. აღნიშნულ დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის არსებობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics