12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 16:17:02, 3265 ნახვა

რეგიონი
ქედის მერია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე აქტიურად მუშაობს

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამ კუთხით, არაერთმა არასამთავრობო თუ დონორმა ორგანიზაციებმა, შეფასებების ნაწილში საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნია მუნიციპალიტეტში დანერგილი სხვადასხვა სერვისები/პროექტები.

ამჯერად, ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო. ამ პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" პროექტი.

ქედის მერთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს ექსპერტებმა - ნინო ლოლაძემ და კოკა კიღურაძემ, რომელსაც მერიის მოხელეები და პროექტის კოორდინარტორი - ვახტანგ კონცელიძე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას.

შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების შემდგომ, ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.

UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს განვითარების მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD III)".  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics