|
2015-01-26 12:14:35, 2370 ნახვა
ეკონომიკა
ალგირდას ბუტკევიჩიუსი: ლიტველი ბიზნესმენები მზად არიან, ქართველებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ
ლიტვის პრემიერმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ყურადღება გაამახვილა. როგორც ბუტკევიჩიუსმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ლიტველი ბიზნესმენების დიდი დელეგაცია ჩამოვიდა და ისინი მზად არიან, ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ. ბუტკევიჩიუსმა ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელსაც ხვალ, ლიტვა და საქართველო ხელს მოაწერენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „ჩვენ ხვალ ხელს მოვაწეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში. სამთავრობოშორისი კომისია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მექანიზმი, იმისთვის, რომ განვიხილოთ შესაბამისი სავაჭრო, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. მე ბიზნესმენების ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოვიყვანე და ისინი მზად არიან ქართველ კოლეგებთან ერთად ბიზნესი აწარმოონ“, – აღნიშნა ბუტკევიჩიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)