|
2020-02-14 12:10:53, 3069 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობა სოფლის კრებებზე განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად ყულიშკარში, ჭაქვინჯსა და ბაღმარანში დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა, მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ყულიშკარში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა როგავას ქუჩაზე ახალი წისქვილის მშენებლობას, აღმაშენებლის მესამე ჩიხში ხიდ-ბოგირის და კოსტავას ქუჩაზე ცხაურების მოწყობას. ჭაქვინჯში ადგილობრივებმა სასოფლო ბიბლიოთეკის 2 ოთახის რეაბილიტაციას, მოსაცდელის აშენებას და სოფლის ცენტრში ჭის და სველი წერტილის მოწყობას დაუჭირეს მხარი. ბაღმარანში გამართულ საერთო კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაბიძის ქუჩაზე მილხიდებისა და ცხაურების მოწყობა დაუჭირა მხარი. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)