|
2020-02-13 10:17:56, 2930 ნახვა
რეგიონი
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KfW-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა და შეაფასეს განხორციელებული მოკვლევის შედეგები. წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება. უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტების დაბებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოკვლევა. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას სს „აჭარის წყლის ალიანსი" კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)