|
2020-02-11 16:56:26, 1992 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სკოლებში არსებულ ვითარებას გაეცნო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პედაგოგებისგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც აღინიშა, უამინდობას სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. მაღალია სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადება. ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია გათბობითა და ტრანსპორტის მომსახურებით. ,,სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად რამდენიმე სკოლას ვეწვიეთ. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის შევუქმნათ შესაბამისი პირობები. მიუხედავად უამინდობისა და ყინვებისა სკოლებში შექმნილია ყველა პირობა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. სკოლების მონახულების შემდეგ, შუახევის მერმა რესურსცენტრის თანამშრომლებთან შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შუახევში 43 საჯარო და ერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. მოსწავლეთა სწავლა - განათლებაზე 751 პედაგოგი ზრუნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)