15:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 10:41:03, 1401 ნახვა

რეგიონი
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რიგით მესამე,  რეგიონული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს.

 „სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. ათასობით ფერმერმა მიიღო სახელმწიფო პროექტებით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის აუცილებელია  მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩართულობა.“- განაცხადა ილია თამარაშვილმა 

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.  

გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც  რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში  ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.  

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics