15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 19:22:38, 1578 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა

შუახევში, მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი თოვლის საფარი მაღალ ზონაში 50-სმ აჭარბებს, დაბალ ზონაში 20-30 სმ-ია.

დილიდან მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან და რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა.სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანამშემწეები ხელმძღვანელობდნენ. შუახევში იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძეც. თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები ხვალ აქტიურად გაგრძელდება.

მძიმე თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ბარათაულის, წყალსაყრისა და შუბნის ადმინისტრაციული ერთეულების რამდენიმე სოფელს.19:00 საათის მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე რჩება მხოლოდ ერთი სოფელი, სადაც ,,ელექტრო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 დილის საათებში მცირე მეწყერი განვითარდა ბუთურაულში. ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო შუახევის მერი. სტიქიის კერას ხვალ გეოლოგები შეისწავლიან.

 მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics