|
2020-02-05 18:30:04, 1432 ნახვა
რეგიონი
შუახევში გზები ინტენსიურად იწმინდება
შუახევში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულები იყვნენ და უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანაშემწეები. შუახევში იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძეც, რომელმაც შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან ერთად ჭვანის ხეობაში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. მარეთის ხეობაში იმყოფებოდა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რომელმაც შეხვდა მოსახლეობას, გაეცნო სოფლებში არსებულ მდგომარეობას და დაათვალიერა გზების გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. გზის გაწმენდით სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, ხოლო უჩამბის მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძემ და საკრებულოს წევრმა თენგო ივანაძემ. დილიდან მუნიციპალიტეტში მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)