|
2020-02-04 14:05:04, 796 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ბრილში სოციალური აქცია გამართა
შუახევის მერიის მხარდაჭერითა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით მუნიციპალიტეტში სოციალური აქციები გრძელდება. მორიგი საქველმოქმედი აქცია შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან ერთად სოფელ ბრილში გამართა. მათ ხანძრის შდეგად დაზარალებული ტარიელ ბერიძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახი 8 წევრისაგან შედგება, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. ოჯახის უხუცესი წევრი ტარიელ ბერიძის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 85 წლის ქალბატონს მერიამ საჩუქრად ეტლი გადასცა. ბერიძეებს, როგორც ხანძრით დაზარალებულ ოჯახს, პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაც გაეწევა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძეც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)