|
2020-02-04 12:58:56, 695 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გურიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელებენ. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პირველი რეგიონული შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ გახსნეს. „სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)