16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 17:03:44, 2263 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

შუახევი მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ბაგა-ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე და მერიის საფინასო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედაზე ორგანიზაციის მიერ, გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, ისაუბრეს ბაღებში ასრებულ ვითარებაზე და 2020 წლის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

როგორც აღინიშნა, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით  ყველა ბაღი უზრუნველყოფილია გათბობის თანამედროვე სისტემითა და საჭირო პროდუქტებით.  ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო ფურტიოს ბაღში, რაც დროულად აღმოიფხვრა. თუმცა ალტერნატიული წყაროს მოძიების შედეგად ბაღში სააღმზრდელო პროცესში არ შეფერხებულა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით  263 000 ლარით გაიზარდა  და  1 500 000 ლარს შეადგენს. მოქმედებს 13 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფი. 

2019 წელს გაიხსნა ბუთურაულის და ხაბელაშვილების ბაღები, მშენებლობა მიმდინარეობს ჯაბნიძეების ბაგა-ბაღზე.  

2020 წელში დაგეგმილია დღვანისა და მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა, ხოლო   გორში, ინწკირვეთსა და ბრილში ალტერნატიული ჯგუფების გასხნა. 

ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით,  გამოთქვამს მზაობას საჭიროებებიდან გამომდინარე  სხვა სოფლებშიც გაიხსნას სააღმზრდელო დაწესებულებები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics