2020-01-25 11:27:50, 2857 ნახვა
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში სანადირო თოფით მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა. ის და მასთან მყოფი მეორე მწყემსი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ შორის სიტყვიერი დავა დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მკვლელი პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,