|
2015-01-26 10:01:17, 2433 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო რუსეთს სანქციებს დაუწესებს
„პეტრო პოროშენკო მარიუპოლის სარაკეტო იერიშების შემდეგ რუსეთს სანქციებს დაუწესებს“,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. პოროშენკოს თქმით, უკრაინა მტკიცედ იცავს მინსკის შეთანხმებას. „უკრაინა მხარს უჭერს საკითხის მშვიდობიანად გადაჭრას და მტკიცედ იცავს მინსკის შეთანხმებას, ჩვენი პრიორიტეტია მინსკის შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა,ასევე უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება,რუსეთთან საზღვრის დახურვა და უცხო ქვეყნების ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანა“,-განაცახდა პოროშენკომ. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში საბრძოლო შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)