19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 11:28:33, 1681 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი ე.წ. პრეზიდენტის ადმინსტრაციაში გასროლის ფაქტს არ ადასტურებს

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა, თუმცა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, რაულ სმირის თქმით, გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არ მომხდარა.

როგორც სმირი აღნიშნავს, პოლიციისა და სპეცრაზმის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდნენ.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავების მთავარი ამოცანაა „ქვეყანაში“ შეტაკებები არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics