11:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 11:18:47, 475 ნახვა

პოლიტიკა
ელმარ ბროკი: მხარს ვუჭერთ საქართველოს და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას არ ვაღიარებთ

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და რუსეთის საოკუპაციო  პოლიტიკას  არ ვაღიარებთ“,-ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბროკმა აღნიშნა,  საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე შესამჩნევი პროგრესი აჩვენა.

„შესამჩნევია პროგრესი, რომელიც საქართველოს  აქვს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.  როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და  სუვერენიტეტს, ჩვენ არასდროს  დავთანხმდებით სხვა ქვეყნის მიერ ამ  ტერიტორიული ნაწილის ოკუპაციას.  გვსურს სასაზღვრო ზოლთან ვიზიტით  ყველას ვაჩვენოთ,  რომ საქართველოს მხარეს  ვართ და  რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას  მხარს არ ვუჭერთ“,-განაცხადა ელმარ ბროკმა.

ცნობისთვის,  ევროპარლამენტის დელეგაცია დღეს ხურვალეთს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics