|
2026-04-22 11:04:47, 2389 ნახვა
საზოგადოება
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
თიბისი წლებია 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. „გააცოცხლე“ ახალი პროექტია, რომელიც ტექსტილის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას გულისხმობს. იდეა თიბისის ESG ელჩების მიერ არის შემუშავებული. გარემოში მოხვედრილი ტექსტილი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში არ დაიშალოს. ამ პერიოდში ისინი ნიადაგსა და წყალს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ, ESG ელჩებმა მათი პროექტით მიზნად დაისახეს გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების ხელშეწყობა და მათი ხელახალი გამოყენება.
ESG ელჩები თიბისის თანამშრომლები არიან, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ. ESG ელჩების პროგრამა თიბისიში 2021 წლიდან არსებობს, რადგან მდგრადობის საკითხებზე ზრუნვა და მუშაობა თიბისის კულტურის ნაწილია. პროექტი „გააცოცხლე“-ს ფარგლებში ორ მწვანე საწარმოსთან დავიწყეთ პარტნიორობა: თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული მწვანე კატეგორიაში „ვინტილატორი“ და სოციალური საწარმო „7R“. თიბისელების მიერ შეგროვებული ტექსტილის ნარჩენები დასამუშავებლად „ვინტილატორსა“ და “7R”-ს გადაეცემათ. დახარისხებული მასალებისგან დამზადდება უნიკალური აქსესუარები, რომლებიც პროექტში ჩართულ თიბისელებს გადაეცემათ. ის ტექსტილი კი, რომლის ხელახალი გამოყენება ვერ მოხერხდება, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. პროექტის შედეგად ტექსტილის ნარჩენები „ახალ სიცოცხლეს“ შეიძენს და ფერადი აქსესუარების სახით „გაცოცხლდება“. ინიციატივის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. ტექსტილის შესაგროვებელი ურნები განთავსდა თიბისის რამდენიმე ფილიალსა და სათავო ოფისში. თიბისი წლებია თანმიმდევრულად ავითარებს ნარჩენების მართვის სისტემას. სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის ჩართულობით, 2015 წლიდან გადაამუშავებს ქაღალდს, 2023 წლიდან პლასტმასას, 2025 წლიდან ელემენტებსა და ელექტრონულ ნარჩენებს, ხოლო 2026 წელს პროექტი „გააცოცხლეს“-ს დაწყება კიდევ ერთი გამორჩეული ნაბიჯია გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების კუთხით. ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვა თიბისის კულტურისა და სტრატეგიის ნაწილია. სხვადასხვა ESG და მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ არაერთი ინოვაციური გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა. მათ შორის, საქართველოში პირველად დაიწყო სარეკლამო ბანერების გადამუშავება და მათი ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. ასევე, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასისგან ეკომეგობრული აქსესუარები შექმნა. პროექტი „გააცოცხლე“ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს თიბისი ინოვაციასა და პასუხისმგებლობას გარემოს დასაცავად და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)