11:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 10:31:43, 465 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები დღეს ხურვალეთში ჩავლენ

ვროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

დელეგაციას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ევროპარლამენტის დელეგაციამ  ვიზიტის ფარგლებში პირველი  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას შეეხო.

დონდუას განმარტებით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასა და საპარლამენტო უმცირესობასთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics