11:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 16:33:08, 339 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძის მოსაზრებით, მთავარი პროკურორის კანდიდატს პრეზიდენტი თუ არ წარადგენს, ქვეყანა არ დაიქცევა

„თუ მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილი არ წარმოგვიდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატს და ამით ქვეყანა დაიქცევა, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა“, – ამის შესახებ პარლამენტის სპოკერმა მანანა კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და პროკურორები აპოლიტიზირებულები არიან. 

„ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების, იუსტიციის დაქვემდებარებაშია. სლოვაკეთსა და უნგრეთში პროკურორი პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ეს ნიშნავს იმას,  რომ ისინი არიან მიკერძოებულები, პოლიტიზირებულები?! რომ პროკურატურა გერმანიაში არაეფექტურად მუშაობს?! – რა თქმა უნდა არა.   იმის მტკიცება, თუ მაინცდამაინც მარგველაშვილი არ წარმოგვიდნეს კანდიდატს,  ამით ქვეყანა იქცევა –  ეს არის ჩვენი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა.  ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა სხვადასხვა პერიოდები, როდესაც ხან პარლამენტი ირჩევდა გენერალურ პროკურორს, ხან პრეზიდენტი ირჩევდა  ძალოვან მინისტრებს და მათ შორის იუსტიციის მინისტრს, რომელიც ასევე იყო პრაქტიკულად პროკურორი, მაგრამ მაშინ ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა დანაშაულთან ბრძოლასთან.  იყო კორუფციასთან ბრძოლის,  ადამიანის ფუნამდენტური უფლებების დარღვევის პრობლემები და მაშინ  პროკურატურა ნამდვილად იყო პოლიტიკური დევნის მექანიზმი“, – აღნიშნა კობახიძემ.  

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics