11:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 14:57:33, 432 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

ქვეყნის პირველ პირს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პოაჯუნასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა გიედრიუს პოაჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების საკითხებსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics