11:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 19:12:39, 358 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვედრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მარტინ სტროპნიცკის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ჩეხმა კოლეგამ კიდევ ერთხეულ დაადასტურა ჩეხეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჩეხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ოფიციალურ შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სპეციალურად სტუმრებისთვის სადილი გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics