|
2015-01-25 10:57:09, 1734 ნახვა
სამართალი
შსს-მ მცხეთაში, გეთსიმანიის მამათა მონასტრში, მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანმშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხონში მცხოვრები, 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ს. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გეთსიმანიის მამათა მონასტრის კელიაში შეაღწია, კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზურაბ ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მამათა მონასტრიდან დაახლოებით 50 მეტრში, მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები - კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)