|
2015-01-24 18:42:16, 2464 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს
უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. „მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, უმოკლეს ვადაში მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭო, რადგან რუსეთი არღვევს არა მხოლოდ მინსკის შეთანხმებებს, არამედ საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანურობის ფუძემდებლურ პრინციპებს“, - განაცხადა იაცენიუკმა. უკრაინის პრემიერი დღესვე დიდი შვიდიანისა და უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. იაცენიუკმა ევროკავშირს რუსეთის მიმართ ხისტი რეაქციისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)