05:47 - 06 Jun, 2026
|
2015-01-24 13:35:05, 2513 ნახვა
მსოფლიო
სეპარატისტებმა დონეცკთან მდებარე სოფელი „წითელი პარტიზანი“ დაიკავეს
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა, დონეცკთან მდებარე სოფელი „წითელი პარტიზანი“ აიღეს. სეპარატისტების ქვედანაყოფებმა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სოფელი, რომელიც დონეცსკა და გორლოვკას შორის მდებარეობს, გუშინ ღამით დაიკავეს. ოპერაციისას რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, დანარჩენებს კი, უკან დახევა მოუწიათ. სეპარატისტების განცხადებით, დონეცკიდან ფრონტის ხაზის გაწევა ქალაქზე იერიშების შესაძლებლობას ამცირებს. ცნობისთვის, გუშინ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტები დონეცკის ოლქის საზღვრამდე განახორციელებენ შეტევას და უკრაინულ მხარესთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)