08:43 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 12:16:38, 729 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 43200 აბი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბულგარეთის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კრასიმირ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეაჩერეს და გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბულგარეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სამედიცინო პრეპარატ „სედალგინის“ 43200 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 432 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 648 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობარბიტალს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics