16:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-06 16:13:28, 6092 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების ინტერესების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ყველა სამომავლო გადაწყვეტილება ამ მიზნის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ეს განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, სადაც მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან, ასევე სამომავლო მკურნალობის გეგმებთან და პაციენტთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები წამოიჭრა.

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ დაავადების მქონე პირთა ეფექტური მოვლისა და მხარდაჭერის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.

ჯანდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ მსგავსი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics