23:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 12:10:05, 1663 ნახვა

რეგიონი
გოგებაშვილის სახლ-მუზემთან, სადაც პრემიერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზემთან, სადაც პრემიერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი: „ჩვენ მოვიგებთ ნერვების ომს!“; „რუსეთი  ოკუპანტია!“; „გახარია რატომ არ ჩანხარ?!“ და სხვა.

„ვაპროტესტებთ ჯალათ მინისტრ გახარიას და ყველანაირი ფორმით ვცდილობთ, რომ ნებისმიერ ხელისუფალ პირს მივაწვდინოთ ხმა. გახარიას უნდა გადადგეს ან პრემიერმა გადააყენოს. თვითონაც დარბევამდე 10 წუთით ადრე, რომ განაცხადა, აქციების დარბევა მათი ხელწერა არ იყო, მაგრამ მაინც მოხდა, აი ზუსტად მაგის გამო ვართ ჩვენ აქ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics