|
2019-07-12 11:54:25, 943 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიის განხორციელება დაიწყო
დღეს ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კომპანია „გრინ რეზორთისა" და „ელ & ერ" კომპანის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი მრავალმილიონიან ტურისტულ-რეკრეაციულ კომპლექსს „მწვანე ქალაქი", რომელიც 180 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს. დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი გოლფის მოედნის მოწყობის შესახებ. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს კომპანიის წარმოადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. კერძო სექტორი არის მაქსიმალურად აქტიური. დღეს ქობულეთში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მწვანე ქალაქის განხორციელების: დაიწყო როგორც წინასამშენებლო სამუშაოები, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ინვესტიციები და პრაქტიკულად, ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი გოლფის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ დამატებით შეთანხმებას და გარდა მწვანე ქალაქისა, აქ იქნება 27 ლუმკიანი გოლფის მოედანი, რომელსაც ევროპაში ბევრი ანალოგი არ ექნება"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. გაკეთდება საპარკინგე ადგილი 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაფრენი. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა, რომელიც სრულად დაფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით. მულტიფუნქციურ მწვანე ქალაქში გოლფის მოედნის გარდა გათვალისწინებულია ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს. ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია. ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, რეგიონის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.
(NS)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)