2019-07-11 17:26:45, 882 ნახვა
რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეწვია.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ზაალ მიქელაძემ ეკატერინე ტიკარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე და მომავალი წლის პროგრამები და პროექტები გააცნო.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,