21:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 14:58:44, 858 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, კონფერენციის ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრეთის მხრიდან კი საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

კონფერენციის ფარგლებში ხელი ასევე მოეწერა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ" შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხოლო უნგრეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარების შესახებ" შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზ ნიკოლოზ გვარლიანმა.

ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ექსპორტ-იმპორტის ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics