2019-07-09 14:06:55, 1033 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობისთვის 102 641 ლარი გამოიყოფა
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 30 ივნისს მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 102 641 ლარი გამოიყოფა.
საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.
კომისიის რეკომენდაციით ასევე აჭარის მთავრობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს 10 000 ლარს გამოუყოფს.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,