20:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 19:29:07, 682 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.

,,დღეს დავათვალიერეთ პრაქტიკულად უკვე დასრულებული ბულვარი, სანაპირო ზოლი. შეიმჩნევა ტურისტების მატება. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. ქობულეთში ასევე დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, რომლებიც სრულად იქნება მოპირკეთებული და ინფრსატრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

კომპანიების წარმომადგენლები  ამჟამად, ერთდროულად 10  უბანში მუშაობენ. 15 ქუჩაზე წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.  

დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას,  ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები.

წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics