20:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:19:26, 936 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ისევ ევრონიუსის ყურადღების ცენტრშია

ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა „Focus”-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა.   გარდა რეპორტაჟებისა, ევრონიუსის მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და  BBC - ის ეთერებით.

„ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების მხარდაჭერა, როგორიცაა ევრონიუსი. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ხმა მივაწვდინოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველოში დასვენება არის უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი. ჩვენ ამ მიმართულებით  განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით. Deutsche Welle-ს,  BBC -ისა და Euronews-ზე აქტიური სატელევიზიო რეკლამების შემდეგ, წელს პირველად ვიწყებთ რეგიონის პოპულარიზაციას ისეთი რეიტინგული, საერთაშორისო ტელევიზიებით, როგორებიცაა Travel Channel და National Geographic, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics