20:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 16:26:36, 823 ნახვა

რეგიონი
აჭარაში პირველად დონორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

დღეს დონორთა საერთაშორისო კონფერენცია "მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" გაიხსნა. კონფერენცია   აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და  რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სინქრონული განვითარების საჭიროებაზე, ასევე, ისაუბრა რეგიონში ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე.

„სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც თანაბრად ქმნის შესაძლებლობებს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი. ასევე, ჩვენ ვმსჯელობთ მეორე ფაზასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციას. ასევე, აზიის განვითარების ბანკთან უკვე დაწყებული პრინციპული მოლაპარაკებები ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დონორთა საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში პირველად  აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID, FAO, IFAD, USDA, CENN, EBRD, SCO, Caritas, Marcy Corps Georgia) წარმომადგენლები, მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი, ტურიზმის დეპარტამენტის და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics