|
2019-06-24 15:04:12, 2355 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მიიქცია. ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩნდა, რომელიც ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს. აღნიშნული ქალაქების გარდა რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. გარდა გარე რეკლამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა, რის შედეგადაც რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს მილიონობით პოტენციური ტურისტი გაეცნო. წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამის ჩაეშვება ასევე, იგეგმება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც. აჭარაში ასევე გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. ჯამში წელს, 24 ინფო-მედიატურს გაეწია ორგანიზება, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება. აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ლატვიასა და ესტონეთში ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს, რაც გარე რეკლამის გარდა, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ტალინს, 27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება და ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ჩარტერული ფრენები წელს ასევე, დაგეგმილია ვილნიუსიდან და ვარშავიდან.
(NS)
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)