19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 15:30:58, 1079 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე,  მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად განხორციელდა.

„ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი.

საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვით ინვესტორებმა, რომლებსაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები, ეს ვალდებულება უნდა უზრუნველყონ  საბანკო გარანტიით. 

ამ ფორმატის საფუძველზე ამუშავდა და ამოქმედდა 35 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 220 მილიონ ლარს და 165 მილიონ დოლარს.

რაც შეეხება, ახალ ინვესტიციებს, დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია და ამას ბუნებრივია დაემატება ახალი პროექტები.  გვაქვს გეგმა, რომ წლის ბოლომდე შევძლოთ მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციის რეალიზება და 2 წელში აჭარაში შევქმნათ 6 000 სამუშაო ადგილი. თითოეული მთავრობის წევრი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ გუნდში საქმიანობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ამ გეგმის შესასრულებლად არის მიმართული“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics