|
2019-06-19 11:11:50, 895 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი იწყება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს იწყებს. პროექტს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქვეყანაში თითოეული ახალი პროექტის ინიცირება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავს. ასეთი პროექტები აძლიერებს ფერმერთა შესაძლებლობებს, ზრდის რეგიონების კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს მათი პოტენციალის წარმოჩენას. ვფიქრობ, პროექტი ეფექტიანი იქნება და მეტ ახალგაზრდას გაუჩენს აგრარულ დარგში საქმიანობის სურვილს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისთვის (ADC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი ოთხწლიანია. მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა. გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა. გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიებით. პროექტის პრეზენტაციას დაინტერესებული მხარეები და პოტენციური ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, სადაც პროექტის ტექნიკური საკითხები და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
(NS)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)