19:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:33:26, 1185 ნახვა

რეგიონი
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარაში 5,722 მილიონიან პროექტს დააფინანსებს

დღეს  ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში KFW-ს მიერ  5,722 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება საჯარო ბაღებზე  სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განსათავსებლად.

ხელმოწერის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც დანერგავს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს საბავშვო ბაღებში.

,,კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ ხელი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ბაღების მშენებლობა განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაცვით. ძალიან მახარებს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქალაქი და რეგიონი ზოგადად ენერგო ეფექტურობის ღონისძიებების გატარების კუთხით"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელშეკრულებას ხელი ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ  და - KFW-ს სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა  კლაუს ვეიგელმა მოაწერეს.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი ერთ-ერთ მიზანი, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარებაა.

სადემონსტრაციო პროექტი ფინანსდება საგრანტო ფონდებით, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. დაფინანსება სამომავლოდ 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გაიზრდება.

 

 

(NS)

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics