14:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 17:10:42, 862 ნახვა

რეგიონი
თურნავა: მომავალი წლის გაზაფხულზე ჩხოროწყუში უკვე 1600-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება

სამეგრელოში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხის შემდეგ გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები ჩხოროწყუში დაათვალიერა. ნათია თურნავასთან ერთად ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო  რწმუნებულიალექსანდრე მოწერელია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე გაეცნენ.

 „ჩხოროწყუში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა - არც კომუნისტური მმართველობის დროს, არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჩხოროწყუსთვის, ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადგილობრივ მოსახლეობას შევპირდით, რომ სამეგრელოში, ყველგან, სადაც არ არის ჯერ ბუნებრივი აირი, ამ სამუშაოებს განვახორციელებდით. დღეს უკვე წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მივულოცეთ მოსახლეობას გაზიფიცირების  სამუშაოების დაწყება, მათ ვუთხარით, რომ  შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩხოროწყუში 1600-ზე მეტ ოჯახს უკვე ექნება ბუნებრივი აირი, ხოლო მთლიანად, სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ათი ათას ოჯახამდე დაიფარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირებული პროგრამის ფარგლებში იხარჯება 209 მილიონ ლარზე მეტი.  ბუნებრივ აირს 226 სხვადასხვა დასახლებული პუნქტი მიიღებს, აქედან სამოცდაათზე მეტი ლოკაცია სამეგრელოშია, რაც მისასალმებელია. 

„სახლებში ბუნებრივი აირი ნიშნავს მეტი დასაქმების შესაძლებლობას, აგროტურიზმის, სასტუმროების, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას. კონკრეტულად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, სადაც დღეს ვიმყოფებოდი, 30 მილიონამდე იხარჯება, დიდი ოდენობით ტექნიკა გვყავს მობილიზებული და რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ყველაფერი დათქმულ დროში და ვადებში შევასრულოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics