|
2019-06-01 16:10:43, 946 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს
სამედიცინო ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლისა“ და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურიის ორგანიზებით კლინიკა „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. უფასო სამედიცინო აქცია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის იმართება, მათ შორის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის! აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე გაეცნენ. აქციაში მონაწილეობას ღებულობენ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრ ვივამედის, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა გიდმედის, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის, პედიატრიულ პრივატ კლინიკის, „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ექიმები. ❗️ პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ: ✔️ თერაპევტის ✔️ კარდიოლოგის ✔️ ნევროლოგის ✔️ ნეიროქირურგის ✔️ ოფთალმოლოგის ✔️ ნეფროლოგის ✔️ უროლოგის ✔️ ონკოლოგ-ონკოქირურგის ✔️ გასტროენტეროლოგის ✔️ ოტო-რინო-ლარინგოლოგის ✔️ გინეკოლოგის ✔️ ტრავმატოლოგის ✔️ ენდოკრინოლოგის ✔️ მამოლოგის ✔️ ალერგოლოგის ✔️ რევმატოლოგის ✔️ პედიატრ-ორთოპედის ✔️ პედიატრის კონსულტაციები. აქციის მხარდამჭერები არიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)