|
2019-05-29 10:45:04, 672 ნახვა
რეგიონი
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ბათუმის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუჩერა
ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ სტუდენტის სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა. დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება სტუდენტებს არ მიეცათ, ხოლო თავად ომარ მახარაზემ სხდომაზე დასწრება არ ისურვა. „კომისიის თითოეულმა წევრმა შინაგანი რწმენით და იმ მასალაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, კენჭი ვუყარეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქ უნდა ყოფილიყო სახდელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება“, -აცხადებს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე. შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი გოგონა ლექტორს, რომელიც ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრია, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)