14:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 11:49:26, 669 ნახვა

რეგიონი
„გარეჯი საქართველოა“ - დავით გარეჯში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„დავით გარეჯი საქართველოა“ - ამ ლოზუნგით დავით გარეჯში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მრევლი, სასულიერო პირები და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი წმინდა ადგილების მოლოცვას აპირებენ. ასევე გეგმავენ უდაბნოს მონასტრისკენ ასვლას, სადაც წირვა-ლოცვა გაიმართება.  

მრევლის თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და მათ სურთ ყველას დაანახონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს ნაწილია. მოქალაქეები სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას გეგმავენ. 

აღსანიშნავია, რომ მსვლელობას თბილისიდან წასული გიდებიც შეუერთდებიან, რომლებიც დედაქალაქიდან დავით გარეჯში გაემგზავრნენ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics