|
2019-05-27 17:02:42, 753 ნახვა
რეგიონი
გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასა და ლევან დავითაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა
გორში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 7 სოფლის მოსახლეობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრა ჩაიშალა. მოსახლეობა მინისტრისგან ზარალის ანაზღაურების პირობას მოითხოვდა, თუმცა დავითაშვილმა მათ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაყენება შესთავაზა. სწორედ ამან გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი და მათ კულტურის სახლის შენობა დატოვეს. შეგახსენებთ, რომ დღეს სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალი გადაკეტვა სცადა. ემონსტრანტები თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც გორის მერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 16:00 საათისთვის მათთან შესახვედრად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)