13:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 10:10:23, 678 ნახვა

რეგიონი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას გაიმართავს. ღონისძიებები კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობა იქნება.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, 10:00 სთ-დან  20:00 სთ-მდე, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს,  გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სადაც  სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ჩატარდება.

საზეიმო ღონისძიებას  განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.

12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.

14:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ღონისძიების სტუმრების განწყობაზე არაერთი ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს.

17:10 სთ-ზე, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი „ერისიონი“  შეასრულებს.

 

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics