21:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 14:21:42, 612 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონში აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს

საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო "რედისონში", პროექტის - "აჭარის რეგიონის აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შემუშავება, ადვოკატირება და კოორდინაცია" პრეზენტაცია მიმდინარეობს.

სტრატეგიის დოკუმენტზე ა(ა)იპ კავშირის საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" მუშაობს. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირმა ხონელიძე ესწრებიან.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უკვე წარადგინა, აჭარაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება.

შიდსის რეგიონული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი მიზნად ისახავს აჭარაში აივ/შიდსთან მიმართებაში სტიგმის დაძლევისა და სამოქალაქო განათლების კუთხით განხორციელებული ძალისხმევის კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

სტრატეგიის მიზნების მიღწევისთვის დასახულია არაერთი ამოცანა, მათ შორის:

 აჭარის რეგიონში აივ/შიდსის ეპიდემიაზე ეფექტური პასუხის (სტრატეგიის) სამუშაო ჯგუფის/საბჭოს ფორმირება, დამკვეთთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახლო კოორდინაციის საფუძველზე

კოორდინაციის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით

დამატებითი ტექნიკური ექსპერტიზის მობილიზება

საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება და მათი გავრცელება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics